ევროპისა და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიათა შორის კომპრომისის მიღწევის აუცლებლობას
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვენდი მორტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას, არჩევნების შემდგომ რთულ პოლიტიკურ პერიოდში.
ამასთან, როგორც ის „ტვიტერზე“ წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას, მან ხაზი გაუსვა პარტიათა შორის კომპრომისის მიღწევის აუცილებლობას.
„დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარია და საპარლამენტო არჩევნების შემდგომი რთული პოლიტიკური პერიოდისას განაგრძობს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერას. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ დავით ზალკალიანს და ხაზი გავუსვი პარტიათა კომპრომისის მიღწევის აუცლებლობას“, – წერს ვენდი მორტონი.