ევროპისა და ამერიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი – დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიათა შორის კომპრომისის მიღწევის აუცლებლობას
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვენდი მორტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას, არჩევნების შემდგომ რთულ პოლიტიკურ პერიოდში.
ამასთან, როგორც ის „ტვიტერზე“ წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას, მან ხაზი გაუსვა პარტიათა შორის კომპრომისის მიღწევის აუცილებლობას.
„დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარია და საპარლამენტო არჩევნების შემდგომი რთული პოლიტიკური პერიოდისას განაგრძობს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერას. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ დავით ზალკალიანს და ხაზი გავუსვი პარტიათა კომპრომისის მიღწევის აუცლებლობას“, – წერს ვენდი მორტონი.
The UK is a close friend of Georgia and we will support it to introduce reforms during a difficult time following the recent parliamentary elections. I spoke to Georgian Foreign Minister @DZalkaliani to emphasise the need for all parties to reach a compromise.
— Wendy Morton MP (@morton_wendy) December 4, 2020