ევროპის ყველაზე იაფ საზაფხულო კურორტად ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქი დასახელდა
ევროპის ყველაზე იაფიანი საზაფხულო კურორტების სიაში ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქი „მზიანი სანაპირო“ ლიდერობს.
როგორც „პოსტ ოფის თრეველ მანის“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ყველაზე იაფად ტურისტები ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროსა და ასევე პორტუგალიაში, კერძოდ ალგარვეში დაისვენებენ.
კვლევის ავტორებმა გაითვალისწინეს, როგორც კვების, ისე სასმელის, მზის დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებების ღირებულებაც.
ბულგარეთისა და პორტუგალიის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა თურქულმა მარმარისმა, სადაც დასვენება ასევე იაფია.
ყველაზე ძვირიანი საზაფხულო კურორტი კი, იტალიური სორენტო აღმოჩნდა.