ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა
ევროპის წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები Paxlovid ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ევროპის წამლის სააგენტო რეკომენდაციას უწევს Paxlovid-ის აბების გამოყენებას „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ზრდასრულებში, რომლებიც დამატებით ჟანგბადის მიწოდებას არ საჭიროებენ და რომლებიც დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკის წინაშე არიან.
კომპანია „ფაიზერის“ მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს 90 პროცენტით ამცირებს, თუ მათი მიღება სიმპტომების გამოვლენის პირველ დღეებში ხდება.