ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გერმანელი დიპლომატი ჰელგა შმიდი გახდა
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი გერმანელი დიპლომატი ჰელგა შმიდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ში გერმანიის წარმომადგენლობა მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელი იტალიელი მატეო მიკაჩი იქნება. ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის პოსტს ყაზახი ყაირათ აბდაჰმანოვი ჩაიბარებს, ხოლო პორტუგალიელი მარია ტერესა რიბეირო მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი იქნება.