სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას

00:46, 05.12.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას ულოცავს. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს.

„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია.

წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი