სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას ულოცავს. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს.
„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია.
წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.