„ევროპის უნივერსიტეტში“ საფრანგეთის ელჩსა და რექტორს შორის ესეების კონკურსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
„ევროპის უნივერსიტეტში“ საფრანგეთის ელჩსა და რექტორს შორის ესეების კონკურსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში“ საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასისა და „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორ ნინო ტალიაშვილს შორის ესეების კონკურსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

კონკურსი ევროპის დღეები 2021 ის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი დაახლოება წარმოადგენს.

„ევროპის უნივერსიტეტთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კონკურსი, ესეების სახით. სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესე თემაზე – საქართველოს ევროპული მომავალი. ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელსაც საელჩო აარჩევს, დასაჩუქრდება. ერთ დღედ გაატარებს საელჩოში, რათა დააკვირდეს საელჩოს თანამშრომლების მიშაობას და თვალნათლივ დაინახავს, როგორ საქმიანობენ ფრანგი დიპლომატები საქართველოში“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

კონკურსი პირველ მარტს გაიმართება და მონაწილეებს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.