ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი - მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, ასევე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს
ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი - მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, ასევე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს

მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, ასევე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა, ლორენს ბუნმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება ძლიერი სიგნალის გაგზავნაა რუსეთისთვის.

„გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, კონტინენტის უსაფრთხოება და სტაბილურობაა. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ რაც მოხდა 2008 ან 2014 წლებში, აღარ უნდა განმეორდეს… ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ გაფართოებაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის რეკომენდაციებს უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ძალისხმევა გასწიეს და მიაღწიეს დიდ პროგრესს. ჩვენ, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ლორენს ბუნმა.