ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი - კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ
ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი - კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ

კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია, როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრის, ნუსრატ განის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მინისტრი აცხადებს, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

„კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს. ეს კანონი და თანხმლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას აღვნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი“, – ნათქვამია განცხადებაში.