„ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა თავის რიგებში ახალი ევროდეპუტატების შეყვანას, რომელთა უმეტესობა უნგრეთის ოპოზიციური პარტიის წევრები არიან
„ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა თავის რიგებში ახალი ევროდეპუტატების შეყვანას, რომელთა უმეტესობა უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „პატივისცემისა და თავისუფლების“ წევრები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა 97%-ით მხარი დაუჭირა ჩვენს შეყვანას“, – განაცხადა პარტია „პატივისცემისა და თავისუფლების“ დამფუძნებელმა, პიტერ მაგიარმა.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარტიამ „პატივისცემამ და თავისუფლებამ“ ევროპარლამენტში შვიდი მანდატი მოიპოვა.