„ევროპის სახალხო პარტია“ - მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა, არ გამოუთხარონ ძირი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.
„ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ძლიერი და ნათელია. ხელისუფლებამ უარი თქვა უცხოური აგენტების კანონპროექტზე. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.