„ევროპის სახალხო პარტია“ – მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა, არ გამოუთხარონ ძირი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.
„ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ძლიერი და ნათელია. ხელისუფლებამ უარი თქვა უცხოური აგენტების კანონპროექტზე. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
The voice of the Georgian people who believe in the European future of their country is strong & clear. The authorities dropped the “foreign agents” bill.
We call on politicians in #Georgia to continue to hear their people& not undermine their country’s prospects for the future. pic.twitter.com/PmOS5hdOxW
— EPP Group (@EPPGroup) March 9, 2023