ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი - მზად ვართ, თბილისის განვითარებაში ინვესტირება მოვახდინოთ
თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
ვაზილ ჰუდაკი ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის ფოტოებს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აქვეყნებს.
„თბილისი თანამედროვე ქალაქია. ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, ინვესტირება მოახდინოს მის განვითარებაში”, – წერს ჰუდაკი.
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგს მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად სტუმრობს.