კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფი კახა კალაძეს ხვდება
კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფი კახა კალაძეს ხვდება

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიაში დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი დაზარალებულის, სალომე დუნდუას განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა „სვეტი“ სხვა კომპანიით ჩაანაცვლონ, რადგან სვეტის მიმართ ნდობა, მისივე თქმით, ნულის ტოლფასია,

„ყოველ თვე, ყოველ წელს გვატყუებს და გრძელდება „ცენტრ პოინტის“ მაგალითი. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ საინიციატივო ჯგუფი იყოს ჩართული ყველა იმ პროცესში, რასაც სამომავლოდ შემდეგ სხვა კომპანია დაგეგმავს“,- განაცხადა სალომე დუნდუამ.