სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში გამოფენა ”ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გაიმართება.
ერთი კვირის განმავლობაში ევროპის საბჭოს შენობაში ასამბლეის წევრებს და სტუმრებს ქართული ანბანის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 2016 წელს შეიტანა. გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური მთავრობათაშორისმა კომიტეტმა ეთიოპიაში მე-11 სესიაზე მიიღო. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა – მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული მოხვდა.
ევროპის საბჭოში, 24 იანვარს გამოფენას ოფიციალურად გახსნიან, გამოფენასთან ერთად გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაციაც.