ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცვლად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დენის შმიგალი მიმართავს
დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეა წუთიერი დუმილით გაიხსნა.
ასამბლეის წევრებისთვის დღეს სიტყვით უნდა მიემართა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა განაცხადა, რომ ტექნიკური საკითხების გამო, უკრაინის პრეზიდენტი ჩართვას ვეღარ მოახერხებს და მის ნაცვლად საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი მიმართავს.