ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
აღნიშნული თანამდებობა იტალიელმა მიკელე ნიკოლეტიმ დაიკავა. ნიკოლეტი ასამბლეის რიგით 31-ე პრეზიდენტი გახდა.
ახალი პრეზიდენტი ერთწლიანი ვადით აირჩიეს. ნიკოლეტიმ კვიპროსელი სტელა კირიაკიდესი შეცვალა.
61 წლის იტალიელი პოლიტიკისი 2014 წლის 6 აგვისტოდან ევროპის საბჭოში იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.