ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხზე 24 იანვარს იმსჯელებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხზე 24 იანვარს იმსჯელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, პროცედურის დაწყების ინიციატორი იყო სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი ფრანკ შვაბე.

როგორც გერმანელმა დეპუტატმა აღნიშნა, არსებობს მიზეზები პროცედურის დასაწყებად, კერძოდ: „ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, მთიანი ყარაბაღიდან ადამიანთა ძალადობრივი განდევნა, ის ფაქტი, რომ ასამბლეის მომხსენებლებმა 2023 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩასვლა, სულ მცირე, სამჯერ ვერ მოახერხეს და 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ასამბლეის არყოფნა“.

ფრანკ შვაბეს ინიციატივას მხარი დაუჭირა ასამბლეის, სულ მცირე, ოცდაათმა წევრმა, რომლებიც ეკუთვნოდნენ, სულ მცირე, ხუთ ეროვნულ დელეგაციას, როგორც ამას წესები მოითხოვს. საჩივარი დაუყოვნებლივ გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს მოხსენებისთვის და წესების კომიტეტს მოსაზრებისთვის, რომელიც ასამბლეის მიერ 24 იანვრის საღამოს განიხილება.

წესების თანახმად, ასამბლეამ ხმა უნდა მისცეს სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს: უფლებამოსილების რატიფიცირება, უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი; რატიფიცირება მონაწილეობის ზოგიერთი უფლების ჩამორთმევასთან ან განხორციელების შეჩერებასთან ერთად. ამ საკითხის განხილვისას აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, დარბაზში იყვნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.