ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუშინ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს მინისტერიალის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მინისტერიალი ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული სცენარების არასასურველი განვითარება.

„ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი მოლოდინია. გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, განვმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც სტრასბურგში იქნება მიღებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.