კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინკვირეულს სთავაზობს, ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.
ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ სთავაზობს“, – აღნიშნავენ ეროვნულ კინოცენტრში.
მათივე ცნობით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე შემდეგი ქართული ფილმების ნახვა იქნება შესაძლებელი:
ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
ზაზა ხალვაშის „ნამე“
ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
ნინო ჟვანიას „აღლუმი“
ლევან თუთბერიძის „მოირა“
ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“
სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
რატი ონელის „მზის ქალაქი“