ევროპის რვა ქვეყნის პირველი პირები ღია წერილს აქვეყნებენ, სადაც მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყონებლივ მიანიჭოს უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი
ევროპის რვა ქვეყნის პირველი პირები ღია წერილს აქვეყნებენ, სადაც მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყონებლივ მიანიჭოს უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით.
„ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის პრეზიდენტებს გვჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს დაუყონებლივ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ამიტომ, მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნებს გაერთიანდნენ უკრაინის მიმართ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერით და მისცენ ბრძანება ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ დაუყონებლივ დაიწყონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა და დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი“, – ნათქვამია პრეზიდენტების განცხადებაში.