ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი უნგრეთში ნოემბერში გაიმართება
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი უნგრეთში ნოემბერში გაიმართება

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი შვიდ ნოემბერს უნგრეთში გაიმართება.

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც სამიტის ფარგლებში 47 ქვეყნის ლიდერს უმასპინძლა.

დასავლური მედიის შეფასებით, ეს შესაძლებლობა, შესაძლოა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გამოიყენოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ორბანის „სამშვიდობო მისიას“ ემთხვევა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში ჩატარდება, რომელშიც, შესაძლოა, ორბანის მოკავშირე დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს.

2025 წელს სამიტს ალბანეთი უმასპინძლებს.