ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი - მსოფლიოს ახალი საოცრება
ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი - მსოფლიოს ახალი საოცრება

ევროპაში მრავალ ისტორიულ და ტურისტულ ადგილს შევხვდებით. თუმცა, ნელ-ნელა მათ გვერდით ადგილს თანამედროვეობის ნიმუშებიც იკავებს. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიაში ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი აშენდება.

​კომპანია Snøhetta გეგმავს რომ ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე ახალი რესტორანი ააშენოს. კომპლექსი სტუმრებს საშუალებას მისცემს წყალქვეშ იმოგზაურონ და თან გემრიელი ზღვის პროდუქტები დააგემოვნონ. შენობის დიდი ნაწილი წყალქვეშ იქნება მოქცეული, მისი გარეთა ვიზუალი კი, დიდ ლოდს მოგვაგონებს.

​რესტორანში დიდი პანორამული ფანჯარა იქნება დამონტაჟებული, რომლის ხედიც პირდაპირ წყალქვეშა სამყაროზე გადის.

​რესტორანს ერთდროულად 100-ზე მეტი სტუმრის მიღება შეეძლება. კომპანიის ინფორმაციით, ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი 2019 წელს გაიხსნება.