ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვიდეორგოლი კლიმატურ ცვლილებებზე

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ვიდეორგოლი მიუძღვნა გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და მნიშვნელობას, ჟურნალისტების თავდაუზოგავ შრომას და ერთგულებას აუდიტორიისადმი, რათა მათ მიეწოდოთ ინფორმაცია კლიმატურ ცვლილებებზე.

ვიდეორგოლში ევროპის 19 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს პირველი არხი.

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას, რომელიც 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება, იტალიასთან პარტნიორობით შოტლანდია მასპინძლობს.