„ევროპელი სოციალისტები“ - ჩინეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ უმნიშვნელოვანესია, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით
პოლიტიკური პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველო-ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაშიც ჩვენს პარტიას თავისი მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობის დონეზე ჩინეთის პოლიტიკურ ხელმძვანელობასთან ჩაუყარა საფუძველი მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.