„ევროპეანაზე“ პირველად ქართული ისტორიული კოსტიუმების კოლექცია განთავსდა
„ევროპეანაზე“ პირველად ქართული ისტორიული კოსტიუმების კოლექცია განთავსდა

ევროკავშირის უმსხვილესი ინსტიტუციის, „ევროპეანას“ პორტალზე პირველად განთავსდა ქართული ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან.

ევროპეანა“ კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილესი დიგიტალური პლატფორმაა, სადაც გაწევრიანებულია 3 ათასი ინსტიტუცია მთელი ევროპის მასშტაბით.

დიგიტალურ პლატფორმას საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს.

ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის ციფრულ ბიბლიოთეკაში აღრიცხულია 58 მილიონზე მეტი არტეფაქტი.

ევროპეანასთან მოლაპარაკება 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო.

ინსტიტუცია მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს.