ევროპაში ავიარეისებზე შეფერხებების მიუხედავად, საქართველოდან ფრენები არ გადადებულა
ევროპაში ავიატრანსპორტის მაკონტროლებელი სისტემის დაზიანებით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, საქართველოდან ავიარეისები არ გადადებულა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის აეროპორტში შესრულდა ავიაკომპანია Wizzair-ის რეისი ლარნაკადან, გაფრინდა თვითმფრინავი გერმანიის ქალაქის მენინგენის მიმართულებით.
ამასთან, „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, შეფერხება არ ფიქსირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეისების გადადების მიზეზი ავიატრანსპორტის მაკონტროლებელი სისტემის დაზიანება გახდა. სისტემაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას სავარაუდოდ რამდენიმე საათი დასჭირდება.