ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს
ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს

ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეისების გადადების მიზეზი ავიატრანსპორტის მაკონტროლებელი სისტემის დაზიანება გახდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა სისტემაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ამის გამო, შესაძლოა, ფრენების ნაწილი დაგვიანებით შესრულდეს.

პირველი არხი ცდილობს, გაარკვიოს, შეფერხდება თუ არა ფრენები საქართველოდანაც.