ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით მოსმენები და კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება
ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით მოსმენები და კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება.
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
რობერტა მეცოლას ინფორმაციით, ევროკომისრების თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა 4-12 ნოემბერს გაიმართება.
„ევროპელი მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მინიჭებული მანდატით, ევროპარლამენტის წევრები დასვამენ შეკითხვებს, შეაფასებენ, დეტალურად შეისწავლიან და კენჭს უყრიან. ეს არის ევროპული დემოკრატია“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკომისიის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა 17 სექტემბერს წარადგინა.