ევროპარლამენტში დღეს ბრექსითის შესახებ შეთანხმებას უყრიან კენჭს
ევროპარლამენტში დღეს ბრექსითის შესახებ შეთანხმებას უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში დღეს ბრექსითის შესახებ შეთანხმებას უყრიან კენჭს.

ლონდონისა და ბრიუსელის შეთანხმების დასამტკიცებლად ევროდეპუტატების უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა საკმარისია.

ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებას კენჭს ევროპულ საბჭოში უყრიან.

კენჭისყრა 30 იანვარს არის დანიშნული.

31 იანვარს გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს.

როგორც ვარაუდობენ, ლონდონისა და ბრიუსელის სამომავალო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი მარტში დაიწყება.