ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას  მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას ხმა 570-მა დეპუტატმა მისცა,  108 წინააღმდეგი იყო.

ფინანსური დახმარება 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს, 10 მილიონს კი – გრანტს მოიცავს, რათა ქვეყანამ 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს.

საკითხი სესიაზე „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის“ დეპუტატმა (ALDE) ჰანუ ტაკულამ წარადგინა.

კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათ შორის სუსტი საგარეო ეკონომიკური გარემოსა და ფისკალური დეფიციტის გამო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს აქვს მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.