ევროპარლამენტმა უარყო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე რეზოლუციის მიღების შესახებ წინადადება, რომელიც ვიქტორ ორბანის ჯგუფის მიერ იყო შეთავაზებული
ევროპარლამენტმა უარყო წინადადება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის დასაგმობად განცხადების გავრცელების შესახებ.
შეთავაზება პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ მხრიდან გაკეთდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ჯგუფის ინიციატივაა, გაკეთდეს შესაბამისი განცხადება და სექტემბერში რეზოლუცია იქნეს მიღებული.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა 14 ივლისს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში იმ დროს მოხდა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მომხრეებს მიმართავდა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტრამპის მისამართით გასროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა.