ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი – აშშ-ში საოცარი შედეგი დაფიქსირდა, ევროპის მხრივ ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კრისტელ შალდემოზე აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში დადებითაც აფასებს.
შალდემოზეს შეფასებით, არჩევნების შედეგები „წარმოუდგენელია“. მისი თქმით, ეს შედეგი, შესაძლოა, უკრაინის მხარდაჭერას დაეხმაროს.
„აშშ-ში საოცარი შედეგი დაფიქსირდა! ევროპის მხრივ ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. არა იმიტომ, რომ ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, არამედ იმიტომ, რომ ამან, შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერას, მწვანე გარდამავალ პერიოდს და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობებს შეუწყოს ხელი“, – წერს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.
კრისტელ შალდემოზე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ევროკავშირმა საკუთარი პოზიციების გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის კურსი უნდა განაგრძოს.