ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობა შეცვალა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მთავრობა შეცვალა, თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა.
სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მოსალოდნელზე უარესი შედეგი მიიღო.
მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“, რომელიც 2019 წლიდან არის მმართველი პარტია, ხმების 28,3%-ით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რასაც პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა – 33%.
კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წელს ეწურება.