ევროპარლამენტის არჩევნები შესაძლოა, 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართოს
ევროპარლამენტის არჩევნები, შესაძლოა, 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართოს, ამ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიის ინფორმაციით, 23-26 მაისს არჩევნების ჩატარების ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ევროპარლამენტში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები ორგანიზაციაში 2014 წელს ჩატარდა.