ევროპარლამენტი თურქეთში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირველებს არ გაგზავნის, ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატიისა და არჩევნების მხარდაჭერის საკოორდინაციო ჯგუფის თანათავმჯდომარეების, დევიდ მაკალისტერისა და ლინდა მაკევანის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ევროპარლამენტი არ დააკვირდება თურქეთში დაგეგმილ არჩევნებს და მათ მიმდინარეობასა და შედეგებს არ შეაფასებს.
„ევროპარლამენტის არცერთ წევრს არ დაევალა პარლამენტის სახელით არჩევნებზე დაკვირვება ან ამ საარჩევნო პროცესის კომენტირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ევროპარლამენტის არჩევნების მხარდაჭერის საკოორდინაციო ჯგუფი აღნიშნავს, რომ თუ ევროპარლამენტის რომელიმე წევრი არჩევნების მონიტორინგს გადაწყვეტს, ის ამას პირადი ინიციატივით გააკეთებს.
თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება.