ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი - ქართველებს არ სურთ ბრძანებები მოსკოვიდან ან რჩევები ბრიუსელიდან, 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი, ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი - ქართველებს არ სურთ ბრძანებები მოსკოვიდან ან რჩევები ბრიუსელიდან, 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი, ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ზოგიერთი იმედოვნებს შედეგების გადახედვას, რამაც შეიძლება, ქვეყანა ახალ მაიდნამდე მიიყვანოს და ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

ტიერი მარიანის თქმით, ეს სახიფათო პროცესია.

„ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან. 26 ოქტომბერს მხოლოდ ქართველებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი. მათ ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ. ეს მამაცი ერი თავად აირჩევს თავის ბედს“, – აღნიშნა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.