ევროპარლამენტარი პაულიუს საუდარგასი - სააკაშვილმა საქართველოს დემოკრატია მოუტანა, ახლა კი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას
სააკაშვილმა საქართველოს დემოკრატია მოუტანა, ქვეყანა დემოკრატიასთან დააახლოვა, ახლა კი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პაულიუს საუდარგასმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო უკან დგამს ნაბიჯს.
„ეს რუსეთის პრობლემაა. არ დავივიწყოთ, რა მოხდა 2008 წელს. რუსეთის პროპაგანდა, რუსეთის გავლენა, რუსეთი ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. დღეს საქართველო უკან დგამს ნაბიჯს და ნაწილობრივ, ეს კრემლის გავლენას უკავშირდება. უნდა დავეხმაროთ საქართველოში ხალხს“, – განაცხადა პაულიუს საუდარგასმა.