ევროპარლამენტარი ნატალია ლუაზო - კარგად მახსოვს 2008 წელს ევროპის ქვეყნების დიპლომატიური ძალისხმევა საქართველოში, ევროპას ახლაც აქვს იგივე ნება, რომ იყოს ჩართული უკრაინაში გამოსავლის პოვნაში
აღმოსავლეთ უკრაინაში ომი არის 2014 წლიდან და ეს ომი არასდროს შეჩერებულა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმიც რეგულარულად ირღვევა. ხალხმა იცის, რა არის ძალადობა, თავდასხმა და მუქარა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალია ლუაზომ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგად ახსოვს 2008 წელს ევროპის ქვეყნების დიპლომატიური ძალისხმევა საქართველოში და ევროპას ახლაც აქვს იგივე ნება, რომ უკრაინაში გამოსავლის პოვნაში იყოს ჩართული.
„თქვენ ახსენეთ საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენები. აღმოსავლეთ უკრაინაში ომი არის 2014 წლიდან და ეს ომი არასდროს შეჩერებულა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმიც რეგულარულად ირღვევა. ხალხმა იცის, რა არის ძალადობა, თავდასხმა და მუქარა. მე ასევე კარგად მახსოვს 2008 წელს ევროპის ქვეყნების დიპლომატიური ძალისხმევა საქართველოში. ევროპას ახლაც აქვს იგივე ნება, რომ იყოს ჩართული უკრაინაში გამოსავლის პოვნაში“, – აღნიშნა ნატალია ლუაზომ რადაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება სანქციებს, ნატალია ლუაზოს განმარტებით, ევროკავშირი სანქციებზე პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს. „პუტინის მიზანი თუ არის, გამოსცადოს დასავლეთის მედეგობა ან დაგვყოს, ეს მას არ გამოუვიდა“, – განაცხადა ნატალია ლუაზომ.
ევროპარლამენტარებმა პრესკონფერენცია გამართეს და უკრაინაში ვიზიტზე ისაუბრეს. ევროპარლამენტის ცხრაკაციანი დელეგაცია უკრაინის აღმოსავლეთში, კერძოდ, მარიუპოლში იმყოფებოდა.