ევროპარლამენტარი - მხარს ვუჭერთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს, მოვითხოვთ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას
ჩვენ ვართ ქართველი ხალხის და საქართველოს გვერდით. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და მტკიცე,– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, სამშვიდობო ინიციატივებს და მოითხოვენ დამნაშავეთა გამოვლენას, მათ სათანადოდ დასჯას.
“2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატოს ლიდერებმა პირობა მისცეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. 5 თვის შემდეგ რუსეთმა ევროპა საფრთხის წინაშე დააყენა და ევროპის რეაქცია შეამოწმა. რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა, განახორციელა სამხედრო ინტერვენცია და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და ევროპელი ლიდერების ძალისხმევით რუსეთმა ბოლომდე ვერ მიაღწია მიზანს. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის და საქართველოს გვერდით. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და მტკიცე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, სამშვიდობო ინიციატივებს, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ დამნაშავეთა გამოვლენას, მათ სათანადოდ დასჯას. განსაკუთრებით ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას”,– განაცხადა ანა ფოტიგამ.
ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, დღეს უყრიან კენჭს.