ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი - ომამდე ხუთი თვით ადრე ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია, თუმცა სტატუსი მივეცით მას და არა საქართველოს
ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი - ომამდე ხუთი თვით ადრე ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია, თუმცა სტატუსი მივეცით მას და არა საქართველოს

ომამდე ხუთი თვით ადრე ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში, თუმცა ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინას და არა საქართველოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, არავის სჯერა, რომ კანონის უზენაესობა უკეთესია უკრაინაში, ვიდრე – საქართველოში.

„ომამდე ხუთი თვით ადრე ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლომ მოამზადა ანგარიში უკრაინაზე და დაადგინა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში, თუმცა ჩვენ მივეცით „კანდიდატის სტატუსი“ უკრაინას და არა საქართველოს, რომელიც არ იყო საკმარისად ანტირუსული. არავის სჯერა, რომ კანონის უზენაესობა უკეთესია უკრაინაში, ვიდრე საქართველოში“, – წერს მიკ ვოლასი.