ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი – ომამდე ხუთი თვით ადრე ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია, თუმცა სტატუსი მივეცით მას და არა საქართველოს
ომამდე ხუთი თვით ადრე ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში, თუმცა ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინას და არა საქართველოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, არავის სჯერა, რომ კანონის უზენაესობა უკეთესია უკრაინაში, ვიდრე – საქართველოში.
„ომამდე ხუთი თვით ადრე ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლომ მოამზადა ანგარიში უკრაინაზე და დაადგინა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში, თუმცა ჩვენ მივეცით „კანდიდატის სტატუსი“ უკრაინას და არა საქართველოს, რომელიც არ იყო საკმარისად ანტირუსული. არავის სჯერა, რომ კანონის უზენაესობა უკეთესია უკრაინაში, ვიდრე საქართველოში“, – წერს მიკ ვოლასი.
5 months before the War #EU Court of Auditors did a Report on Ukraine + found it one of the most corrupt countries in Europe – But we gave ‘candidate status’ to Ukraine, not #Georgia who weren’t anti Russia enough – No one believes Rule of Law is better in Ukraine than Georgia… pic.twitter.com/tlTymHfke7
— Mick Wallace (@wallacemick) June 7, 2023