ევროპარლამენტარი ირაცე გარსია პერესი - პუტინი უნდა გაასამართლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, როგორც ომის დამნაშავე
ევროპარლამენტარ ირაცე გარსია პერესის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უნდა გაასამართლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, როგორც ომის დამნაშავე.
„პუტინის მშიშრული აგრესიის გადაწყვეტა არ შეიძლება, იყოს უკრაინის დათმობა ან რომელიმე მისი ტერიტორიის ჩამოჭრა. ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მათ შორის უკრაინას“, – განაცხადა ირაცე გარსია პერესმა.
ევროპარლამენტარის თქმით, ახლა დროა, გამოხატონ სრული მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე, ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს საზღვარი უკრაინასთან და რუსეთთან.
„ჩვენი სოლიდარობა უნდა გამოვიყენოთ ისეთი ტირანის წინააღმდეგ, როგორის არის პუტინი. უნდა შევწყვიტოთ საუბარი, რისი გაკეთება შეუძლია ჩვენთვის ევროკავშირს, არამედ უნდა ვთქვათ, რისი გაკეთება შეგვიძლია ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა ირაცე გარსია პერესმა.