ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი - თქვენ გეშინიათ საქართველოში დემოკრატიის, არ იღებთ, რომ ვიღაც უარს ამბობს ლგბტ პროპაგანდაზე, პატივი ეცით სუვერენიტეტს, საქართველოს უნარს, მიიღოს კანონები
პატივი ეცით საერთაშორისო კანონებს, პატივი ეცით საქართველოს სუვერენიტეტს, პატივი ეცით საქართველოს უნარს, მიიღოს საკუთარი კანონები და დაუბრუნდით რეალობას, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
ჰანს ნოიჰოფმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში არაფერია ისეთი, რაც ამართლებს ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტს.
„ძვირფასო პრეზიდენტო, კოლეგებო, თქვენი აღშფოთება კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომელიც იცავს მოზარდებს და უმცირესობებს – წაიკითხეთ მაინც ეს კანონი? იქ არაფერია ისეთი, რაც ამართლებს ამ კანონპროექტს. თქვენ გეშინიათ საქართველოში დემოკრატიის, თქვენ არ გაწუხებთ ეს საკითხი, თქვენ არ იღებთ იმას, რომ ვიღაც უარს ამბობს თქვენს ლგბტ პროპაგანდაზე და ამბობს, რომ ორი სქესის სისტემა არის ოჯახის საფუძველი. თქვენ აღნიშნავთ, რომ ეს არის კარგი რამ, მაგრამ ჩვენი შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ, ყველაზე დაბალ დონეზეა ევროპაში. პატივი ეცით საერთაშორისო კანონებს, პატივი ეცით საქართველოს სუვერენიტეტს, პატივი ეცით საქართველოს უნარს, მიიღოს საკუთარი კანონები და დაუბრუნდით რეალობას“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.