ევროპარლამენტარი ელმარ ბროკი - ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა და საქართველოს აქტიური მხარდაჭერა
ევროპარლამენტარი ელმარ ბროკი - ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა და საქართველოს აქტიური მხარდაჭერა

რეზოლუცია არის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დასტური, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტარმა ელმარ ბროკმა განუცხადა.

„იყო საქართველო და არის უკრაინა. ჩვენ არ დავუშვებთ საზღვრების ცვლილებას, გაყინულ კონფლიქტებს და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. ჩვენ დაწესებული გვაქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე და საქართველოს აქტიური მხარდაჭერა. რეზოლუცია არის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დასტური“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული. პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს 5 დღიან ომს ეხება. რეზოლუცია კენჭისყრაზე 14 ივნისს გავა.