ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გიორგი რურუა შეიწყალოს
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პოლონელმა დეპუტატმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„საქართველოს ბევრი მეგობარი მედიის მფლობელის, გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე გასამართლებას პოლიტიკურად მიიჩნევს. მე საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდებ, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც მან ეს სხვა ფიგურებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების მონაწილეები იყვნენ. ეს გააუმჯობესებს კლიმატს არჩევნების წინ“, – აცხადებს ანა ფოტიგა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დღეს დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.