გურამ მაჭარაშვილი - პარადოქსია, რომ რუსეთთან ოკუპაციას ვებრძვით და ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან სანქციებს ველოდებით, მათი არავის ეშინია
გურამ მაჭარაშვილი - პარადოქსია, რომ რუსეთთან ოკუპაციას ვებრძვით და ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან სანქციებს ველოდებით, მათი არავის ეშინია

პარადოქსია, რომ რუსეთთან ოკუპაციას ვებრძვით და ახლა ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან სანქციებს ველოდებით, ევროპული ღირებულება და ევროპული მეგობრობა გვინდა, ისინი კი სანქციებით გვემუქრებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ ევროპარლამენტარს თუ ჰგონია, რომ საქართველოში ადამიანს ნახავენ, ვინც შეზღუდული სუვერენიტეტის ხარჯზე მოითხოვს, რომ ფოტიგამ და კუბილიუსმა არ დაასანქცირონ, ცდებიან.

„მათი არავის ეშინია, მაგრამ, სულ მცირე, უსამართლობაა, როცა ჩვენ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ და ისინი სანქციებით იმუქრებიან. ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ემუქრებიან, რომელმაც საქართველოს ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმი ჩამოაცილა და სხვაგან ბიზნესით ნაშოვნი ფული საქართველოში ქველმოქმედებაში მილიონობით ფული დახარჯა. სწორედ ეს არის უსამართლობა, რასაც ქართული საზოგადოება გმობს. შეზღუდულ სუვერენიტეტს ფოტიგასა და კუბილიუსის სანქციები მირჩევნია. თუ მათ ჰგონიათ, რომ საქართველოში ადამიანს ნახავენ, ვინც შეზღუდული სუვერენიტეტის ხარჯზე მოითხოვს, რომ ფოტიგამ და კუბილიუსმა არ დაასანქცირონ, ცდებიან. ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვაზე დავთანხმდე. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები ფაქტობრივად ამოქმედებული იყო, მაგრამ ეს ადამიანი კი არ გატეხეს, პირიქით, საქართველოს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად უფრო პოზიციონირებდა და ამას ყველა 29 აპრილს იხილავს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.