ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს
ევროპარლამენტის დეპუტატები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობებს ეხება.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რაც უკრაინას მიადგა ომის გამო და ასევე იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს, მათ შორის ბელარუსის რეჟიმის ჩართულობით უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაზე.
ანგარიშში დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ საჭირო ზომები საერთაშორისო დონეზე, რათა შესაძლებელი გახდეს ბელარუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სამართლებრივი დევნა.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის საკითხიც.