„ევროპალიას“ ფარგლებში ანსამბლი „დიდგორი“ ბელგიის სკოლებში მოსწავლეებს ქართულ მრავალხმიანობას აცნობს
ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში ანსამბლი „დიდგორი“ ბელგიის სკოლებში მოსწავლეებს ქართულ მრავალხმიანობას აცნობს. ანსამბლის წევრები, ფრანგ მუსიკოსთან, ზოე პერესთან ერთად, ვალონიის მხარის საჯარო სკოლებს სტუმრობენ.
პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია ორგანიზაცია „ჟელეს მუსიკალესი“. ყოველდღიურად ქართველი შემსრულებლები სხვადასხვა სკოლაში ორ ჯგუფს ხვდებიან. სკოლის მოსწავლეები ეცნობიან ქართულ კულტურას, ისტორიას და ფოლკლორს.
პროექტმა ბელგიელი მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ქართული სიმღერის გარდა, მოსწავლეებმა ანსამბლის წევრებს შეკითხვები ქართული ეროვნული სამოსის გარშემო დაუსვეს.
„თქვენს ქვეყანაში ქუჩაში ხანჯლებით დადიან?“ – დაინტერესდა პატარა ბელგიელი, როდესაც მათ სკოლაში ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სტუმრები მივიდნენ.
ანსამბლ „დიდგორის“ წევრებმა ქართული მრავალხმიანობა უკვე რადენიმე ასეულ ბელგიელ ბავშვს გააცნეს.
ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.